„დღეს, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ორგანიზატორი არის „ქართული ოცნება“!- ამის შესახებ პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.
„ალტ-ინფო“ წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ „ქართული ოცნების“ რადიკალურ ფრთას. დღეს, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ორგანიზატორი არის „ქართული ოცნება“, შემსრულებელი – „ოცნების“ რადიკალური ფრთა, „ალტ-ინფო“.
„ქართულ ოცნებას“ დავამარცხებთ, გავუშვებთ ხელისუფლებიდან, ქვეყანაც დამშვიდდება და პროგრესული განვითარების საშუალება მიეცემა“, – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.
ცნობისთვის, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს