ბადრი ესებუა დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობასა და მძევლების აყვანის ბრალდებით დაკავებული ბადრი ესებუას დღეს ზუგდიდში გადაიყვანენ, სადაც მისი სასამართლო პროცესი იმართება. როგორც დაცვის მხარე „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, ეს საქმე ბადრი ესებუას გამართლებით უნდა დასრულდეს, რადგანაც საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.

„დაზარალებულთაგან არცერთი არ საუბრობს ბადრი ესებუაზე. მტკიცებულებების სიმწირიდან გამომდინარე მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მოსაზრებაა, რომ ბადრი ესებუამ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული. მასალებში არსებობს ე.წ. ოპერატიული ინფორმაცია, რაც არ არის პირდაპირი მტკიცებულება, რის საფუძველზეც შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ერთადერთი ე.წ. ოპერატორთან ზარია, სადაც ადამიანი ბანკში რეკავს და სესხთან დაკავშირებით საუბრობს. პირდაპირი მტკიცებულება, რომ დავუშვათ ვიღაც ხელს ადებს, ან დნმ – მსგავსი, რამ საქმეში არ არსებობს“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები