იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი კიევში ჩავიდა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, მელონი სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს, რომლის ფარგლებშიც უკრაინა ანტისარაკეტო კომპლექს – SAMP/T-ს გაზაფხულზე მიიღებს.
დღის მეორე ნახევარში უკრაინის პრეზიდენტი და იტალიის პრემიერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.