იტალიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი კიევში ჩავიდა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, მელონი სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს, რომლის ფარგლებშიც უკრაინა ანტისარაკეტო კომპლექს – SAMP/T-ს გაზაფხულზე მიიღებს.

დღის მეორე ნახევარში უკრაინის პრეზიდენტი და იტალიის პრემიერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

მსგავსი თემები