უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ჯო ბაიდენის ჩასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის ჩასვლა მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.
„კიევი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მასპინძლობს. თქვენი ვიზიტი უკრაინის მხარდაჭერის უკიდურესად მნიშვნელოვანი დადასტურებაა ყველა უკრაინელისთვის“, – წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჯო ბაიდენი კიევში პირველად ჩავიდა.