თურქეთში, მიწისძვრის შემდეგ უზარმაზარი ნაპრალი გაჩნდა

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად  200 კმ-ის სიგძის ნაპრალი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, თურქეთში ორი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ 6 000-ზე მეტი მომყოლი ბიძგი შენიშნეს.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების მსხვერპლის რიცხვი 41 020-მდე გაიზარდა. ხოლო  სირიაში მთავრობის და ამბოხებული ოპოზიციის მიერ კონტროლირებულ რაიონებში 5 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. არც თურქეთს და არც სირიას არ დაუკონკრეტებიათ, რამდენი ადამიანი მიიჩნევა უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

მსგავსი თემები