უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს დიდ ბრიტანეთში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას ”ბიბისი” ავრცელებს.
ზელენსკი შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან.
ეს არის ზელენსკის მეორე საერთაშორისო ვიზიტი ომის დაწყების შემდეგ. მანამდე, პრეზიდენტი ვაშინგტონში იმყოფებოდა, სადაც კონგრესის წინაშე სიტყვით წარსდგა.