„ასეთი სტუმარი გვყავდა დღეს”- ამის შესახებ ამერიკული Fox News-ის პროდიუსერი, ჟურნალისტი ნანა საჯაია სოციალური ქსელში წერს და დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.
როგორც ჟურნალისტი წერს, მან ბორის ჯონსონს ქართული ლეგიონის სამხრე ნიშანი აჩუქა.