მედიის ინფორმაციით, ფინეთის პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილება.
მედიის ცნობით, ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ჯგუფს ფინეთის მთავრობის მეთაურის, სანა მარინის 2024 წლის არჩევნებში წამყვან კანდიდატად წარდგენა სურს.
ფინური მედია წერს, რომ სოციალ-დემოკრატები მას ევროკომისიის მომავალ პრეზიდენტად განიხილავენ.
„ევროპარლამენტში მარინი სუპერვარსკვლავია, რომელსაც სკანდალები არ შეხებია და ასევე პოპულარულია საზღვარგარეთ, განსაკუთრებით უკრაინის შესახებ განცხადებების გამო“, – წერს ფინური მედია.
ფინეთის პრემიერს აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.