ცნობილია საგარეჯოში მოკლული ოთხი ახალგაზრდის ვინაობა

შეირაღებული თავდასხმა საგარეჯოში – მოკლულია 5  და დაიჭრა 5 ადამიანი. ერთ-ერთი მოკლული პო­ლი­ცი­ე­ლი ოთარ ღვი­ნაშ­ვი­ლია.

საგარეჯოში მოკლული ოთხივე პირის ვინაობა უკვე ცნობილია, ესენი არიან: დავით ნასრაძე, ზაზა ჩიხლაძე, ზაქრო მათიაშვილი და ნოდარ რჩეულიშვილი.

შეგახსნებთ, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა. ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაჭრილია ხუთი პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

 

 

მსგავსი თემები