უკრაინაში, კერძოდ კი ბახმუტთან დაღუპული და დაჭრილი ქართველი მებრძოლების გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. პერიმეტრი მთლიანად რუსი სამხედროების ალყაშია. როგორც ქართველი მებრძოლი, დავით ქუჩქიშვილი ამბობს, სცადეს ბახმუტში შესვლა, თუმცა უკან მოუწიათ დახევა.
„ვართ ქალაქ ბახმუტის მისადგომებთან, სადაც არიან ჩვენი დაღუპულები. გამოსაყვანად შევედით და დაჭრილი გვყავს, ვერ გამოვიყვანეთ, ომი იყო. დაგვცხეს, გამოვედით უკან, უნდა დავისვენოთ და ისევ შევიდეთ. ქალაქი ბახმუტი ჩვენია, ქალაქ ბახმუტის შემოგარენზე არიან მომდგრები ერთ მხარეზე. ბახმუტი ჩვენია, ჩვენ ვაკონტროლებით“- ამბობს ქუქჩიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბახმუტთან, რუს სამხედროებთან შეტაკებისას 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. არიან დაჭრილებიც.