„სნოუდენი უნდა დაბრუნდეს აშშ-ში, სადაც ის უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე“ – აშშ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ედვარდ სნოუდენისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მას მოუწევს აშშ-ში დაბრუნება და პასუხისგება.  შტატები არ გამორიცხავს, რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ, ის უკრაინის ომშიც გაიწვიონ.

„ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. ბატონი სნოუდენი უნდა დაბრუნდეს აშშ-ში, სადაც ის უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე  ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ამერიკელი მოქალაქე. შესაძლოა, ერთადერთი რამ, რაც შეიცვალა მის მოქალაქეობასთან დაკავშირებით არის ის, რომ როგორც ჩანს, სავსებით შესაძლებელია, უკრაინაში მიმდინარე უგუნურ ომში საბრძოლველად გაიწვიონ“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

შეგახსენებთ, რომ ჯაშუშობისთვის ბრალდებულ ამერიკის მოქალაქეს ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა.

ჯაშუშობისთვის ბრალდებულ ედუარდ სნოუდენს პუტინმა რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა

მსგავსი თემები