„არ ვუჭერთ მხარს ომის არც ერთ მხარეს“ – ირანის საგარეო მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი აცხადებს, რომ რუსეთთან თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის მიუხედავად, ირანი ომს მხარს არ უჭერს. მისი მტკიცებით, იარაღს არც რუსეთს აწვდის და არც უკრაინას.

„მართალია, რუსეთთან არსებობს შეთანხმება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, თუმცა, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს უკრაინის ომის არც ერთ მხარეს. კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ომს, იქნება ეს უკრაინაში, იემენში თუ პალესტინაში და ჩვენ ასევე ჩართული ვართ უკრაინაში მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის მცდელობებში. არასწორად მიგვაჩნია რომელიმე მხარისთვის იარაღის გაგზავნა, იქნება ეს უკრაინასა თუ რუსეთში“, – აცხადებს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ, საკუთარ ტერიტორიაზე რუსების მიერ გაშვებული ირანული „კამიკაძე“ დრონები ჩამოაგდო.

უკრაინაში ირანული დრონები ჩამოაგდეს

მსგავსი თემები