ჯაშუშობისთვის ბრალდებულ ედუარდ სნოუდენს პუტინმა რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ედუარდ სნოუდენი რუსეთის მოქალაქე გახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პირადად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიიღო.

სნოუდენის პიროვნება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 2013 მან  საიდუმლო ფაილები, რომლებმაც სააგენტოს მიერ განხორციელებული შიდა და საერთაშორისო სათვალთვალო ოპერაციები გამოააშკარავა.

მას შემდეგ სნოუდენი შეერთებული შტატებიდან გაიქცა და თავშესაფარი რუსეთში მიიღო. სნოუდენი აშშ-ში ჯაშუშობისთვისაა ბრალდებული.

 

მსგავსი თემები