2022 წელს, პროფესიული უნარების გამოცდაზე 10 846 მასწავლებელი მონაწილეობდა, რომელიც უფროსი და წამყვანი პედაგოგებისთვის პირველად ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, გამოცდაზე დაწესებული ბარიერი მხოლოდ 2 640-მა მასწავლებელმა გადალახა.
მთლიანობაში, გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 12 628 მონაწილე დარეგისტრირდა. აქედან, უფროსის სტატუსის 9 315 პედაგოგი იყო, ხოლო 3 313 წამყვანის სტატუსის.
რეგისტრირებული უფროსი პედაგოგებიდან გამოცდაზე მონაწილეობა 8102 მასწავლებელი მიიღო და ბარიერი მხოლოდ 456-მა გადალახა.
რაც შეეხება წამყვანის სტატუსის მქონე პედაგოგებს, 2 744 მასწავლებლებიდან ბარიერი მხოლოდ184-მა გადალახა.