“სომხეთის მხრიდან თოვუზის მიმართულებით სროლა იყო” – აზერბაიჯანი

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გასული ღამის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები განახლდა, რასაც ორივე მხარე ადასტურებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით სომხეთის მხრიდან თოვუზის მიმართულებით სროლა იყო, რომელიც მსხვილკალიბრიანი შეიარაღებიდან განხორციელდა. თუმცა, ოფიციალური ბაქოს ცნობით, არავინ დაშავებულა.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს სომხური მხარე. თავდაცვის მინისტრმა, დავიდ ტონოიანმა ეუთო-ს წარმომადგენელს აზერბაიჯანის საზღვართან ვითარების გამწვავების შესახებ აცნობა. სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის მხრიდან შეტევები შეჩერებულია ყველა შესაძლო საშუალებით, შედეგად აზერბაიჯანულ მხარეს არიან დაშავებულები და დაღუპულები. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „სომეხმა სამხედროებმა აღკვეთეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დივერსიული შეჭრის მცდელობები“. სომხური მხარე იუწყება ჰაუბიცებიდან მათი დასახლებების მიმართულებით განხორციელებულ გასროლებზე.

მსგავსი თემები