პოლონეთის მოსახლეობას იოდის აბებით ამარაგებენ

​ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ისევ საფრთხეშია, მის სიახლოვეს რუსულმა ძალებმა  ცეცხლი ისევ გახსნეს, რაც მასობრივ საფრთხესთან ასოცირდება.

შექმნილი მდგომარებობიდან გამომდინარე, პოლონეთის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო და საპრევენციოდ, მოსალხეობისთვის იოდის აბების დარიგება დაიწყო. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, პოლონეთის შინაგან საქმეთა უწყებაში განმარტავენ, რომ იოდის აბების დარიგება მიზნად ისახავს პრევენციასა და მოსახლეობის დაცვას.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადებას ითხოვს.

 

მსგავსი თემები