10 846 მასწავლებლიდან გამოცდა 8 206-მა ვერ ჩააბარა

2022 წელს,  პროფესიული უნარების გამოცდაზე 10 846 მასწავლებელი მონაწილეობდა, რომელიც უფროსი და წამყვანი პედაგოგებისთვის პირველად ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, გამოცდაზე დაწესებული ბარიერი მხოლოდ 2 640-მა მასწავლებელმა გადალახა.

მთლიანობაში, გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 12 628 მონაწილე დარეგისტრირდა. აქედან, უფროსის სტატუსის 9 315 პედაგოგი იყო, ხოლო 3 313 წამყვანის სტატუსის.

რეგისტრირებული უფროსი პედაგოგებიდან გამოცდაზე მონაწილეობა 8102 მასწავლებელი მიიღო და ბარიერი მხოლოდ  456-მა გადალახა.

რაც შეეხება წამყვანის სტატუსის მქონე პედაგოგებს, 2 744 მასწავლებლებიდან ბარიერი მხოლოდ184-მა გადალახა.

 

მსგავსი თემები