საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უერთდება მსოფლიო ლიდერების ერთგვარ კამპანიას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლება.
სოციალურ ქსელებში ლიდერები მხოლოდ ერთ სიტყვას წერენ და ამით ერთგვარ ტრენდს ქმნიან.
„დამოუკიდებლობა“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. რაც შეეხება სხვა ლიდერებს, ჯო ბაიდენის გზავნილია „დემოკრატია“; უკრაინის პრეზიდენტის – „თავისუფლება“; „ნასა“ – „სამყარო“; „ვაშინგტონ პოსტი“ – „ნიუსი“.