პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას აფასებს. გახარიას თქმით, პერსონალური ინტერესების გამო ქვეყნის მომავლით ვაჭრობამდე მივედით.
,,სამწუხაროა ეს ყველაფერი, საიდან სადამდე, საკუთარ პერსონალურ ინტერესებში ქვეყნის მომავლით ვაჭრობამდეც მივედით, და ასე იმსხვრევა მისი მითები საერთოდ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.