ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ €500 მილიონის სამხედრო დახმარების მობილიზებაზე.
მისივე თქმით, ევროკავშირი ურყევად უჭერს მხარს უკრაინას პარტნიორებთან ერთად.
,,ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ €500 მილიონის სამხედრო დახმარების მობილიზებაზე, რაც დახმარების მეხუთე ტრანშია უკრაინის შეიარაღებული ძალების შემდგომი მხარდაჭერისთვის. ევროკავშირი ორიენტირებულია და ურყევად უჭერს მხარს უკრაინას პარტნიორებთან ერთად”, – წერს ჯოზეფ ბორელი Twitter-ზე.