,,ნებისმიერი ბუნდოვანება, შეიძლება მხოლოდ დამაზიანებელი იყოს საქართველოსა და ამერიკის მეგობრობასთან მიმართებაში”- თამარ ტალიაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებას ეხმიანება. ტალიაშვილის თქმით, ნედ პრაისის განცხადებაში “მთავარი ხაზი” საქართველოსა და ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობა იყო.

,,ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ნებისმიერი ბუნდოვანება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, შეიძლება მხოლოდ დამაზიანებელი იყოს საქართველოსა და ამერიკის მეგობრობასთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, ყველა კითხვაზე რა თქმა უნდა პასუხი უნდა იქნეს გაცემული. ნედ პრაისის განცხადებაში მთავარი, გენერალური ხაზი არის საქართველოსა და ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობა”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

,,საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს ხელი შეუშალოს მოსახლეობას ევროინტეგრაციისკენ სწრაფვაში”- ნედ პრაისი – (mcm.ge)

მსგავსი თემები