რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევი დაბომბეს – დაშავდა 4 ადამიანი 12.07.2022 მედიაცენტრი მთავარი რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას, ქალაქი ნიკოლაევი დაბომბეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი. ამასთან, დაზიანდა ორი სამედიცინო დაწესებულება და საცხოვრებელი კორპუსი. ნიკოლაევში დილით სულ მცირე 7 აფეთქება მოხდა.