ქუთაისში ათამდე მაღაზია გაძარცვეს 31.05.202231.05.2022 მედიაცენტრი მთავარი გასული ღამის განმავლობაში ქუთაისში ათამდე მაღაზია გაძარცვეს. ნიღბიანმა პირებმა სასურსათო მაღაზიების მინები ჩაამტვრიეს და ობიექტებიდან თანხა და სხვადასხვა ნივთები წაიღეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი, გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო.