ნატო-ს გენერალური მდივანის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების თარიღის პროგნოზირება რთულია. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა.
„ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა: მას დასახული მიზნების ერთ კვირაში მიღწევა ჰქონდა დაგეგმილი, ახლა კი ომის მე-13 კვირა მიმდინარეობს და რუსულმა ჯარებმა უკან დაიხიეს კიევიდან, ხარკოვიდან და ჩრდილოეთ უკრაინიდან. თუმცა, ომები არაპროგნოზირებადია და ვერავინ იტყვის, დანამდვილებით როდის და როგორ დასრულდება ეს ომი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.