საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, სადაც ოპოზიციურ პარტია “ნაციონალური მოძრაობას” სხვა სახელით მოიხსენიებს და ,,ერთიან მოღალატეობრივ მოძრაობას” უწოდებს.
“ომის პარტია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სინამდვილეში ყოველთვის იყო და არის “ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობა”!
ამ დრომდე არ წყდება ჰიბრიდული ომი და შანტაჟის მცდელობები “ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობის” და მათი ლობისტების მხრიდან ერთადერთი მიზნით: საქართველო ჩაერთოს ომში.
მათი ყველა გზა ომში მიდის, ოღონდ საკუთარი სამშობლოს გაწირვის ხარჯზე!
ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ყველა გზა კი მშვიდობის, მშვიდობიანი დეოკუპაციის და განვითარების გზაა!” – წერს მამუკა მდინარაძე.