მას შემდეგ, რაც კრემლმა ღიად დაიწყო საუბარი ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე, შესაბამისი, ე.წ. შემაკავებელი სამზადისი მსოფლიოს ქვეყნებმაც დაიწყეს. ერთ-ერთი, ამ მხრივ პოლონეთია.
ვარშავა, რომელიც უკრაინელი ლტოლვილების ყველაზე დიდი მიმღები ქვეყანა აღმოჩნდა, მზად არის, რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაკავებლად დამატებითი ზომები მიიღოს. კერძოდ, პოლონეთი მზაობას აცხადებს, საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ის ბირთვული იარაღი განათავსოს.
ქვეყნის ვიცე-პრემიერის, იაროსლავ კაჩინსკის განცხადებით, ეს იქნებოდა დამატებითი მექანიზმი, რომ რუსეთის შემდგომი აგრესიის შეკავება მოხდეს.