Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 21 281 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 099 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 800 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.16%.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 638 790-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 12.39% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.41%.