Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 12 645 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 970 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 7 294 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15.58%.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 631 900-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 17.68% ხოლო 7 დღის მანძილზე – 15.09%.