უკრაინაში რუსეთის შეჭრის სამზადისსა და უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის პრეზიდენტს სორის სატელეფონო საუბარი შედგა.
როგორც ვლადიმერ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, პრეზიდენტები ერთობლივ ქმედებებზე შეთანხმდნენ.
„აშშ-ის პრეზიდენტთან, ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი მქონდა. დეესკალაციის მიზნით ბოლოდროინდელი დიპლომატიური ძალისხმევა განვიხილეთ და ერთობლივ სამომავლო ქმედებებზე შევთანხმდით… მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სამხედრო დახმარებისთვის. განვიხილეთ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობები“, – წელს ვლადიმერ ზელენსკი სოციალურ ქსელში.