ბათუმის 55-ე საარჩევნო უბანზე, სადაც “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი ხმას აძლევდა, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. ჩიქოვანს ადგილზე ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი-დამკვირვებელი ალექსანდრე მილორავა ფოტოსურათით დახვდა, რომელზეც მერობის კანდიდატი სააკაშვილთან ერთად არის გადაღებული.
ალექსანდრე მილორავამ ჩიქოვანს მიმართა, სურათზე ავტოგრაფი დაეტოვებინა. საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ მილორავას საარჩევნო უბნის დატოვება მოსთხოვა. მისი თქმით, ეს არის ოპოზიციის მცდელობა, პროვოკაცია მოაწყოს.