,,ვგმობთ რუსული გავლენის მქონე კანონის მიღებას, რომელიც თავისი არსით არის ანტიდემოკრატიული”- საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია

საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. ”აგენტების კანონის” მიღებას გმობს. როგორც განცხადებაშია ნათვამი, ასოციაცია მხარს უჭერს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ.

,,საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია გმობს რუსული გავლენის მქონე კანონის მიღებას, რომელც არაა ამერიკული კანონის იდენტური და თავისი არსით არის ანტიდემოკრატიული და უკან, საბჭოთა კავშირისკენ გადადგმული ნაბიჯი!!!

საქართველოს მთავარი ღირებულებები იყო, არის და იქნება ევროპული!!!

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გზას ევროკავშირისკენ, რომელიც არასოდეს არ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ!!!”- ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები