რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა

რუსები უკრაინის გარკვეული ტერიტორიებიდან გადიან. კერძოდ, რუსული არმია დნეპრის მარჯვენა სანაპიროსა და ქალაქ ხერსონს ტოვებს. ჯარების გაყვანის ბრძანება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გასცა.

რუსული მედიის ინფორმაციით მინისტრ სერგეი შოიგუს ბრძანების შესაბამისად, უკრაინის დატოვების პროცესი დაწყებულია.

უკრაინული მხარე კი აცხადებს, რომ რუსეთმა გადაწყვეტილება უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო მიიღო.

„არსებული ვითარების შეფასების შემდეგ, შეთავაზებულია თავდაცვის პოზიციის მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე დაკავება. მესმის, რომ ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება. ამავდროულად, ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენი სამხედროების სიცოცხლეს და ჩვენი საბრძოლო დაჯგუფების ბრძოლისუნარიანობას, რომლის მარჯვენა სანაპიროზე შეზღუდულ სივრცეში შენახვა უპერსპექტივოა. ამავდროულად, გათავისუფლდება ძალებისა და რესურსების ნაწილი, რომელიც გამოყენებულ იქნება აქტიური მოქმედებებისთვის, მათ შორის თავდასხმითი ხასიათის, ოპერაციის სხვა მიმართულებებზე”, – აცხადებს უკრაინული მხარის წარმომადგენელი სუროვიკინი.

მისივე ინფორმაციით, ჯარების გადაადგილება დროის უახლოეს მონაკვეთში განხორციელდება.

 

მსგავსი თემები