გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა

გიორგი რურუა საპატიმრო დაწესებულებიდან ამ წუთებში გამოვიდა. ის გლდანის ციხესთან ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს. როგორც რურუამ აღნიშნა, შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს.

„თავისუფლებას ვერ შეგიფასებთ. პირველი, რაც მინდა ვთქვა, ეს არის მადლობა ევროკავშირის პრეზიდენტ შარლ მიშელს, ამერიკის ელჩს, ევროკავშირის ელჩს, ჩვენს დიდ მეგობრებს სენატში შაჰინს და რიშს, დიდ მეგობარს კუბილიუსს და ყველას. შეთანხმების პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა. კრიზისის დასაძლევად მნიშვნეოვანია, მეორე მახევარიც შესრულდეს და მელიამ სასწრაფოდ დატოვოს უკანონი პატიმრობა. წელიწად ნახევარი ტყუილად გავატარე ციხეში. მადლობა ოპოზიციას, რასაც აკეთებს. მადლობა ჟურნალისტებს“ – განაცხადა რურუამ გლდანის საპატიმროსთან.   

მსგავსი თემები