პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა შეიწყალა. შეწყალების აქტზე ხემოწერის შესახებ განცხადება თავად სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.

„მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს!

ვულოცავ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას! ვულოცავ ყველა დეპუტატს, ვინც დღეს პირველად გამოიყენა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და შევიდა პარლამენტში! ყველას გისურვებთ წარმატებას!“, – აცხადებს პრეზიდენტი.

გიორგი რურუა საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს.

მსგავსი თემები