„გიორგი გახარიასთან პარტნიორობა პირადად ჩემთვის მკვეთრად მიუღებელია“ – ირაკლი ღლონტი

„გიორგი გახარიასთან პარტნიორობა ოლიგარქ ივანიშვილის და რუსეთის წინააღმდეგ პირადად ჩემთვის მკვეთრად მიუღებელი კოლაბორაციაა, მიუხედავად იმისა, 20 ივნისის სისხლიან ღამეს შეაწმინდავს თუ არა მაგალითად, ანზორ ჩუბინიძე,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი, ირაკლი ღლონტი წერს.

ღლონტი 20 ივნისს იხსენებს და ამბობს, რომ გიორგი გახარია იმ ღამის ერთ – ერთი “შემოქმედია.”

„20 ივნისის ტრაგედიის გარდა მის სახელთან დაკავშირებულია ბევრი მწვავე საკითხი, შესაბამისად გვაქვს შეკითხვებიც, რომელსაც სამართლიანი სასამართლოს პირობებში ექს პრემიერმა უნდა გასცეს პასუხი !

ხალხი ნამდვილად ითხოვს მეტ ახალ სახეს პოლიტიკაში, მეტ სიახლეს ბრძოლის თვალსაზრისით და მსურს გითხრათ, რომ ჩვენი ხალხი ამას აუცილებლად მიიღებს. ახლა მთავარი ჩვენ საიმედო პარტნიორის ნიკა მელიას ციხიდან დახსნა და დემოკრატიული არჩევნების ჩანიშვნისთვის ეფექტური ბრძოლაა ,“ – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ღლონტი.

მსგავსი თემები