მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება.
პროცესზე დაცვის მხარე სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარდგება. ადვოკატ ბექა ნემსწივერიძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ყველა მტკიცებულების, მოწმეთა ჩვენებებისა და ექსპერტიზის დასკვნების შეფასება მოხდება.
როგორც დაკავებული არჩილ გაგნიძის უფლებადამცველი აცხადებს, საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ზოგადად მკვლელობის ფაქტს დაადასტურებს. მისივე თქმით, დაცვის მხარეს მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.
„გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გამოიტანს და ეს იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგება გამამართლებელი განაჩენი. დაიკითხა 100-მდე მოწმე. ყველა მათგანი, მათ შორის, „ოქროს მოწმეები“ აღნიშნავდნენ, რომ მათ აღნიშნულთან დაკავშირებით არავითარი ინფორმაცია არ აქვთ. ამ ეტაპზე ჩვენ, გამამართლებელი განაჩენის გარდა, სხვა გადაწყვეტილებას არ განვიხილავთ. შესაბამისად, თუ სასამართლო კანონის შესაბამისად მიუდგება ამ გადაწყვეტილების მიღებას, ეს შეიძლება, მხოლოდ გამამართლებელი განაჩენი იყოს“, – განაცხადა ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ.
გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ეპიზოდზე ხუთი პირია ბრალდებული.