“მზად ვარ, განვიხილო ბოიკოტის შეწყვეტის საკითხი, თუ…” – გიორგი ვაშაძე პარლამენტში შესვლას არ გამორიცხავს

“თუ დავინახავ რეალურ კომპრომისულ, ხალხისთვის მისაღებ წინადადებებს „ქართული ოცნების“ მხრიდან, მზად ვარ, განვიხილო ბოიკოტის შეწყვეტის საკითხი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამაზე გადაწყვეტილება მიღებული მაქვს”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ოთხივე პუნქტი შესრულდა, ამ შემთხვევაში შეგვიძლია განვიხილოთ ბოიკოტის საკითხი. ამაზე შეიძლება ვიმსჯელოთ, თუმცა საბოლოო პოზიცია ნამდვილად არ ჩამოგვიყალიბებია, რომ ამ შემთხვევაში ბოიკოტი მოიხსნება. მთავარი არის იმ 4 საკითხზე მსჯელობა და შემდეგ მსჯელობა ბოიკოტის თემასთან დაკავშირებით.

როგორ გაგრძელდება ეს პროცესი, ახლა ამაზე საუბარი, შესაძლოა, აზრსმოკლებული იყოს, რადგან ხვალინდელ დღეზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, თუ „ქართული ოცნება“ კენჭს უყრის და შეწყვეტს მანდატებს, ეს ნიშნავს, რომ თეორიულადაც კი პარლამენტში 100-ზე ნაკლები დეპუტატი რჩება და შევსების ერთადერთი მექანიზმი რიგგარეშე არჩევნებია“,- განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი თემები