გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს მთავარი მოწმეები ანი გაბეჩავა და გური ამირხანაშვილი გამოიკითხებიან

დღეს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.

სხდომაზე საქმის მთავარი მოწმეები ანი გაბეჩავა და გური ამირხანაშვილი კიდევ ერთხელ გამოიკითხებიან. რამდენჯერმე შეცვლილი ჩვენების შემდეგ ამირხანაშვილს ჯვარედინი წესით დაკითხავენ.

უფლებადამცველები იმედოვნებენ, რომ საქმის მთავარი მოწმე სასამართლოზე სიმართლეს იტყვის. 5 პირს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, სხეულის მსუბუქი დაზიანებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ადანაშაულებენ.

მსგავსი თემები