აშშ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 200 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ზაფხულის დასასრულისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას 300 მილიონი ამერიკელი მიიღებს.

პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი ადმინისტრაციის პირობებში გაუმჯობესდება ვაქცინაციის პროგრამები და აშშ დამატებით ვაქცინის 200 მილიონ დოზას შეიძენს.

„ეს საკმარისი იქნება, რომ ზაფხულის ბოლოსთვის, შემოდგომის დასაწყისისთვის 300 მილიონი ამერიკელის ვაქცინაცია მოხდეს. ეს იქნება ყველაზე რთული საოპერაციო გამოწვევა, მაგრამ დახმარება მოდის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის 25 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 425 062 ინფიცირებული.

მსგავსი თემები