“ვაქცინაციისთვის თითო ქალაქში მაქსიმუმ ორი-სამი კლინიკა საკმარისი იქნება” – თამარ გაბუნია

საქართველოში მიმდინარეობს აქტიური მზადება ტექნიკური დეტალების დასაზუსტებლად, თუ რომელი კლინიკა იქნება პირველი, სადაც ვაქცინაციის პროცესი დაიწყება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციისთვის თითო ქალაქში ორი-სამი კლინიკა მაქსიმუმ საკმარისი იქნება.

“სულ ბათუმში ერთი დაწესებულება იქნება ამისთვის საკმარისი, ქუთაისში ერთი ან ორი, თბილისშიც ორი-სამი დაწესებულება იქნება შერჩეული. შეიძლება განვიხილოთ ინფექციური, რესპუბლიკური და ა.შ. ერთი რამ მინდა დავაზუსტო – თვითონ საავადმყოფოში მინუს 70 გრადუსიანი მაცივრების არსებობის აუცილებლობა ნამდვილად არ დგას, რადგან მაცივრიდან გამოღებიდან 5 დღეა შენახვის ვადა. თვითონ ამცრელ დაწესებულებაში ასეთი მაღალი მოთხოვნები არ არის, რომ ასეთი მაცივრები უნდა იდგეს,”- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები