გერმანიასა და დანიაში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა

გერმანიაში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა. ვირუსი რამდენიმე დღის წინ ლონდონიდან ფრანკფურტში ჩაფრენილ პირს დაუდასტურდა. ბრიტანეთში გავრცელებული ახალი შტამით ინფიცირების 33 ფაქტი გამოვლინდა დანიაშიც, რის შემდეგაც ტუნისმა ქვეყანასთან საჰაერო მიმოსვლა შეწყვიტა.

ვაქცინაცია დაიწყო მექსიკაში, ჩილესა და კოსტა-რიკაში. კომპანია “ფაიზერის” ვაქცინა მიიღო უკვე სერბეთმა. თურქეთი კი ამერიკულ-გერმანული ვაქცინის 4 მილიონზე მეტ დოზას მარტის ბოლომდე მიიღებს.

მსგავსი თემები