აზერბაიჯანში კორონავირუსის 3 712 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 35 ადამიანი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში კორონავირუსის 3 712 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 109 813 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვირუსს კიდევ 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 1 291-ს მიაღწია.

ქვეყანაში კოვიდ-19-სგან დღემდე 69 931 პაციენტი განიკურნა.

მსგავსი თემები