“ჩვენ მათ ძაღლებივით ვაძევებთ! ფაშინიანი მსოფლიოს აგენტებს უგზავნის“ –  ილჰამ ალიევის მუქარა

მთიან ყარაბაღში ვითარება უკიდურესად დაძაბულია, დანაკარგი იზრდება. აზერბაიჯანის პრეზიდენტი შეჩერებას არც აპირებს და აცხადებს, რომ ფაშიანს მსოფლიო ლიდერები აკლებული ჰყავს.    

„ფაშინიანი ყოველ დღე მსოფლიოს რომელიმე ლიდერს ურეკავს, ყოველ დღე. მე კი არავისთვის დამირეკავს, მე მაქვს კონტაქტები და მათ თავად დამირეკეს. არ დარჩა მსოფლიოში ლიდერი, რომლისთვისაც ფაშინიანს არ დაურეკავს, აგენტი არ გაუგზავნია, არ შევედრებია და მუხლებზე არ დაუჩოქია. მას რომ ნორმალურ ენაზე ესაუბრა, ჩვენი წმინდა ქალაქი არ შეერაცხყო, რა თქმა უნდა, ვიცხოვრებდით იმ იმედით, რომ ეს საკითხი მოლაპარაკებების გზით მოგვარდებოდა. მაგრამ ყოველი ნაბიჯი პროვოკაცია იყო, ყოველი ნაბიჯი შეურაცხყოფა იყო და ის ფიქრობს, რომ ამას შევეგუებით?!  ახლა ჩვენ ვაჩვენეთ, ვინ ვინ არის. ჩვენ მათ ძაღლებივით ვაძევებთ!“ – აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.

მისივე თქმით, ყველაფერი მათ ხელშია: „აზერბაიჯანელი ჯარისკაცები მათ ძაღლებივით დევნიან. აზერბაიჯანის დროშა აღმართულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათი პოსტები ჩვენს ხელშია. ჩვენ მათ ტანკებს ვმართავთ! მათი სხვა იარაღები ჩვენს ხელშია, მათი სატვირთო მანქანები ჩვენს ხელშია. სომხეთის პრემიერ-მინისტრი შუშაში ცეკვავს და ფიქრობს, რომ ჩვენ ამას შევეგუებით? ცდებიან, ამას არასდროს შევეგუებით“.  

მსგავსი თემები