„რატომ ყვირით და ტირით?“ – ალიევს ევროპის ლიდერების ფარისევლობა არ აინტერესებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ლიდერს ფარისევლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ როცა საჭირო იყო, მათ ხმა არ ამოუღიათ, ახლა კი მათი მოჩვენებითი პოზიცია არავისთვისაა საინტერესო.    

„ზოგიერთი ქვეყანა ჩვენ გვადანაშაულებს კონფლიქტის დაწყებაში, წავიდნენ და სარკეში ჩაიხედონ.  გაეროს, ეუთოს, ევროკავშირსა და ყველა ორგანიზაციას შევატყობინეთ  ყარაბაღში უკანონო დასახლების შესახებ, მაგრამ  ამაზე რეაგირება არავის მოუხდენია. გააკეთა მინსკის ჯგუფმა განცხადება? არა! გააკეთა ევროკავშირმა? არა. მათ განაცხადეს, ჩვენ ეს არ გვაინტერესებსო. თუკი არ აინტერესებთ, მაშინ ნურც ახლა დაინტერესდებიან. მაშინ ახლა რატომ ყვირით და ტირით?  რისთვისაა ეს ხრიკები? ზოგი ქვეყანა, ევროპული ქვეყანა ჩვენ გვადანაშაულებს, წავიდნენ და სარკეში ჩაიხედონ, ეს ბრალდებები უსაფუძვლოა. ზოგიერთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის დაპყრობის საშუალებას არ მისცემს, მთიანი ყარაბაღი ჩვენია, ჩვენი მიწაა და იქ უნდა დავბრუნდეთ“ – აცხადებს ილჰამ ალიევი.

შეგახსენებთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განახლებული საომარი მოქმედებების შედეგად მსხვერპლი ყოველ დღე იზრდება.  

მსგავსი თემები