“ცოტნე გამსახურდიამ დანის და რკინის ხელკეტის ჩამრტყმელი ჟესტებით ამოიცნო“ – ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

„მიუხედავდ იმის, რომ ცოტნე გამსახურდია ფიზიკური კომუნიკაციის დამყარებას პირდაპირ ვერ ახერხებს მან ჟესტების ენაზე დაადასტურა, რომ სწორედ ეს პირები მონაწილეობდნენ მის მიმართ დანაშაულის ჩადენაში,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავატრში“ ცოტნე გამსახურდიას ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით ცოტნე გამსახურდიას აჩვენებს ეჭვმიტანილის ფოტოები, რა დროსაც მან ამოცნობა შეძლო:

„ეს დაადასტურა ქალბატონმა ანა ჯაბაურმა მისმა მეუღლემ, მე გადავუგზავნე ფოტოები და ცოტნე გამსახურდიამ ამოიცნო ეს პირები, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებაა. საუბარია ოთხ ადამიანზე, ორს ედება ბრალი დანაშაულის ჯგუფურად ჩადენაში, ორს კი დანაშაულის შეუტყობინებლობაში, ეს ადამიანები ცდილობდნენ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას,“ – განაცხადა გიგუაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

ადვოკატის ინფორმაციით ერთ – ერთმა დაკავებულმა ძმის მიმართ პასუხისმგებლობის მოხსნის გამო ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. გიგუაშვილი მოსახლეობას მოსახლეობას მიმართავს და თვლის, რომ დანაშაულში მონაწილე პირების მხილებისთვის ბრალდების მხარეს რული დოკუმენტაცია აქვს:

„ამათგან სოლოღაშვილმა რამდენჯერმე შეცვლა ჩვენება, ამას ამით სურდა, რომ ამით თავის ძმა , თორნიკე ქვათაძე დაეხსნა პასუხისმგებლობისგან და როგორც კი სასმართლომ მოუხსნა პასუხისმგებლობა და ძმა გაათავისუფლა მერე სთვქა, რომ მე არ ჩამიდენია ეს დანაშაულიაო.

მე მიმაჩნია, რომ დღეს საზოგადოებამ უნდა დააფიქსიროს თავის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანები დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით, საქმეში წარდგენილია ყველა მტკიცებულება, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ისინი დამნაშავეები არიან.

ამ ადამიანებს გვარები აქვთ გადაკეთებული, რადგან საზღვარგარეთ რამდენჯერმე იყვნენ დაკავებულები, არიან კრიმინალური მენტალობის მატარებლები და ისევ აპირებდნენ წასვლას,“ – აღნიშნა გიგუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდიას მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამო გამოძიებას 4 პირი ჰყავს დაკავებული, საქმე სსკ – ის 109 – ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული, რაც  13 – დან 17 – წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები