უმეტეს მუნიციპალიტეტში, „ჭკვიანი კამერები“ გათიშულია და არ რეაგირებს

  •  


„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ“  საქართველოს სხვადასხვა რაიონსა თუ ქალაქში გზებზე განთავსებული ე.წ. „ჭკვიანი კამერები“ გადაამოწმა და დაასკვნა, რომ კამერები თითქმის გათიშულია და არ ფუნქციონირებს.

როგორც დავით მესხიშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ვიდეოკამერების ფუნქციონირება მათ უკვე მეორედ გადაამოწმეს.

„ამჟამად, დაკვირვება მოხდა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ქობულეთი, ფოთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ბორჯომი, ახალქალაქი, ქარელი, კასპი, ყვარელი, ახალციხე, სამტრედია, მცხეთა. შესწავლის მეთოდოლოგია: ვიდეოკამერასთან გაიარა იმ სატრანსპორტო საშუალებამ, რომელსაც პერიოდული ტექ-ინსპექტირების გავლის ვადა უკვე ამოწურული (გადაცილებული) ჰქონდა და კანონით მათზე უნდა გატარებულიყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია. არცერთ შემთხვევაში, არცერთ მუნიციპალიტეტში კამერების მიერ დარღვევაზე რეაგირება არ მომხდარა, რითაც გავრცელებული ინფორმაცია ვიდეოკამერების გამორთვისა ან/და გაუმართაობის შესახებ დადასტურდა.

აღნიშნულს, საუბარში ადასტურებენ იმ რაიონის მცხოვრებლები და მძღოლებიც. დიდი ალბათობით ვიდეოკამერების მიერ არ ხდება სრულფასოვანი რეაგირება საგზაო მოძრაობის წესების სხვა დარღვევებზეც, მაგრამ ასოციაციის მიერ გადამოწმდა მხოლოდ ერთი პარამეტრი-ავტოსატრანსპორტო საშუალება რომელსაც არ გაუვლია ტექ-ინსპექტირება. კანონის არაღსრულება ტექ-ინსპექტირების რეფორმასაც უქმნის საფრთხეს, შედეგად ბოლო პერიოდში ინსპექტირების ცენტრებში მომხმარებელთა მიმართვიანობა იკლებს შეუქცევადად.

საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და ამ შემთხვევებში დასახიჩრებულ/დაღუპულ მოქალაქეთა რაოდენობა საგანგაშოა და ეს მაჩვენებელი თითქმის ყველაზე უარესია ევროპის მასშტაბით. მიუხედავად კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვებისა, 2020 წლის 6 თვეში დაიღუპა 203, ხოლო დაშავდა 3 000-მდე ადამიანი. განსაკუთრებით საგანგაშოა ვიდეოკამერების გაუმართაობა ტურისტულ ზონებში, იქ სადაც საგზაო მოძრაობა ინტენსიურია (მაგალითად ქობულეთი, ბორჯომი, სამტრედია). ჩვენ მხარს ვუჭერთ „ჭკვიანი კამერების“ პროგრამის დანერგვას და მიგვაჩნია რომ საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების ასამაღლებლად ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ვიდეოკამერების შეფერხებით მუშაობა და პროგრამულად გათიშვა შემაშფოთებელ ფაქტად რჩება. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ!“ – აცხადებს მესხიშვილი.

მსგავსი თემები

5 Thoughts to “უმეტეს მუნიციპალიტეტში, „ჭკვიანი კამერები“ გათიშულია და არ რეაგირებს”

  1. Like!! I blog quite often and I genuinely thank you for your information. The article has truly peaked my interest.

  2. I like this website very much, Its a very nice office to read and incur information.

  3. SMS

    I used to be able to find good info from your blog posts.