იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა

  •  

„როიტერსი“ – ის ცნობით, ჩინეთის ქალაქ შენჯენში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა, მათივე ცნობით მომხდარს ადგილობრივი ხელისუფლება ადასტურებს.

დაავადების კონტროლის ადგილობრივმა ცენტრმა ქათმის ფრთიდან ნიმუში სკრინინგის სტანდარტული პროცედურის ფარგლებში გამოიკვლია, რომელსაც ჩინეთი იმპორტირებულ ხორცისა და ზღვის პროდუქტებზე ახორციელებს მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის ივნისში პეკინში ვირუსი ბაზრობიდან გავრცელდა.

ქალაქის ჯანდაცვის ხელისუფლებამ ყველა ის პირი გამოიკვლია, რომელსაც, შესაძლოა, ქათმის ფრთების აღნიშნულ პარტიასთან რამე კონტაქტი ჰქონოდა, თუმცა, ჯერჯერობით, კორონავირუსი არავის დადასტურებია.

ცნობისათვის, ჩინეთმა იმპორტირებულ საკვებ პროდუქტებზე პორტებში ივნისიდან სკრინინგის პროცედურა გაამკაცრა.

მსგავსი თემები

5 Thoughts to “იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა”

  1. Like!! I blog frequently and I really thank you for your content. The article has truly peaked my interest.

  2. I always spent my half an hour to read this web site’s articles or reviews daily along with a mug of coffee.

  3. SMS

    I used to be able to find good info from your blog posts.