„პირველადი დათვალიერებით გარდაცვლილის სხეულზე ძალადობის კვალი არ დგინდება“ – შსს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე

თამარ ბაჩალეიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისიტროში საგანგებო ბრიფინგი მიმდინარეობს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა გამოძიება ყველა შესაძლო ვერსიაზე მუშაობს, მისივე განმარტებით მას მექანიკური დაზიანებები არ აღენიშნება:

“შინაგან საქმეთა სამინისტროში 18 ივლისს შემოვიდა შეტყობინება გაუჩინარების შესახებ, 19 ივლისს დაიწყო გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა დაფიქსირდა ხაიშის ტერიტორიაზე, გამოიკითხა ადგილობრივი მოსახლეობა, სამძებრო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მეხანძრე მაშველებიც, მისი ცხედარი აღმოჩენილი იქნა მისსავე ავტომანქანაში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე. პირველადი დათვალიერებით გარდაცვლილის სხეულზე ძალადობის კვალი არ დგინდება, მას არ აღენიშნება მექანიკური და ცეცხლნასროლი დაზიანებები,“ – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

მსგავსი თემები