“გამოძიებამ უნდა შეაფასოს მაღალჩინოსნების, მათ შორის გიორგი გახარიას მოქმედების კანონიერება” – საია 20-21 ივნისის მოვლენებზე

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევა, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს ეხება. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მხოლოდ სამ თანამშრომელზე.

“სამწუხაროდ, ამ დრომდე არ მომხდარა სრული და ობიექტური გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების. სისტემურად ჩვენ არ გვინახავს რა პროცესი იყო, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების შესაბამისი მოქმედება ვნახეთ. სამწუხაროა, რომ ამ საკითხზე დღემდე არაა პასუხი გაცემული და პროკურატურის ძალისხმევა ჩვენ არ გვინახავს ამ მიმართულებით, რომ მათი ობიექტური სურვილია, რომ დადგინდეს საქმეზე ჭეშმარიტება. შეგვიძლია ვისაუბროთ ასევე 20-21 ივნისის ღამეს მედიის წარმომადგენლების მიმართ გამოჩენილ განსკუთრებულ აგრესიაზე და ეს მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები და მათი გარჩევა იყო ძალიან მარტივი.

ჩვენ ვიცით, რომ, ოფიციალურად, მხოლოდ 3 პირს წარედგინა ბრალი, თუმცა, ამ დრომდე, რეალური სასჯელი არ არის გამოყენებული. შემაშფოთებელია, რომ ამ დრომდე, პროკურატურა დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებს ათეულობით პირს, ვინც 20-21 ივნისის ღამეს ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

პრაქტიკულად, 20-21 ივნისის ღამემ ჩვენ გვაჩვენა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არის ინსტრუმენტი ყველა ხელისუფლების ხელში შეკრების და მანიფესტაციის უფლებაში უხეშად ჩარევის გზაზე.

გამოძიებამ უნდა იმსჯელოს და შეაფასოს არა რიგითი პოლიციელების, სამართალდამცველების მოქმედების კანონიერება, არამედ მაღალჩინოსნების კანონიერება, მათ შორის, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ბატონი გიორგი გახარიას მოქმედების კანონიერება,”-განაცხადა სულხან სალაძემ.

მსგავსი თემები